imedi
სპეციალური ოპერაციების ძალების ორი ასეულის გადამზადება დასრულდა
სამართალი

ლევან იზორია იან კელი
საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულებისა და რეინჯერთა ბატალიონების ასეულებმა ერთთვიანი გადამზადება დაასრულეს. ქართველ სამხედროებს სწავლება ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა ჩაუტარეს. სწავლების გამოშვების ცერემონიალი დღეს, სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე დაესწრნენ.
სიტყვით მიმართვისას თავდაცვის მინისტრმა ქართველ სამხედროებს სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის ამერიკელ ინსტრუქტორებს მადლობა გადაუხადა. აშშ-ის ელჩმა იან კელიმ ქართველ და ამერიკელ ხალხებს შორის მეგობრობას ხაზი გაუსვა და ქართველების ტრადიციები და სტუმართმოყვარეობა აღნიშნა.
სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულებისა და რეინჯერთა ბატალიონების ასეულებმა ერთი თვის განმავლობაში დღისა და ღამის პირობებში გადამზადება საცეცხლე, საინჟინრო და ტაქტიკურ მომზადებაში გაიარეს.





