imedi
თერჯოლაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 30 მარტს ნიღბიანი ბრალდებულები თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, პისტოლეტითა და ცივი იარაღით თავს დაესხნენ ერთ-ერთ ოჯახს, საიდანაც გაიტაცეს ძვუირფასეულობა, ტექნიკა და თანხა. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ტყიბულსა და წყალტუბოში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.





