07 აპრილი 2017, 22:22
8 წლის გოგოს ცემისთვის მამას პატიმრობა მიუსაჯეს
სამართალი

გაზიარება
თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანი შვილის ცემისთვის ბრალდებული მამა დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
დაზარალებული 8 წლის გოგოა. პროკურატურის მიერ წარდგენილი მასალებით სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა მამის დანაშაული არასრულწოვანი შვილის მიმართ ჩადენილ ძალადობაში.
მოსამართლემ მამა სრულად ცნო დამნაშავედ და მას ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა.





