07 აპრილი 2017, 20:34
ანი გუმბერიძე
თბილისში, კაიროს ქუჩაზე ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს
სამართალი

გაზიარება
თბილისში, კაიროს ქუჩაზე ცხედარი აღმოაჩინეს. წინასწარი ვერსიით, 34 წლის კაცმა თავი საკუთარი სახლის ფარდულში ჩამოიხრჩო. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პატრული და კრიმინალური სამსახური. გარდაცვლილი პირი იდენტიფიცირებულია. თვითმკვლელობის მიზეზს გამოძიება ადგენს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





