ქეთევან ფარცხალაძე
ადვოკატი: დეკანოზმა წამლების მიღება შეწყვიტა
სამართალი

მატროსოვის ციხე
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამტკიცებს, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ და დეკანოზი, სინამდვილეში, შიმშილობს, მეტიც - მან წამლების მიღებაც შეწყვიტა.
"ეს არის სუფთა შიმშილი... ჩემს თვალწინ შემოვიდა ექიმი, წამლებსაც არ იღებს, რაც დანიშნული აქვს გულის ოპერაციასთან დაკავშირებით", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ.
დღეს, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა იოანე გორელიშვილმა დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მამა გიორგი მარხულობდეს და ადვოკატები ვერ გაერკვნენ, ეს შიმშილობაა თუ მარხვა.
იგივე განაცხადა, საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა, დაკავებული გიორგი მამალაძის ნახვის შემდეგ განაცხადა. „მამა გიორგი არ ამბობს, რომ შიმშილობს, ის უფრო მძიმე მარხვაზეა. ვკითხე და არ უთქვამს, რომ შიმშილობს“, - თქვა თევდრორაშვილმა.
ადვოკატების ინფორმაციით, დეკანოზმა გიორგიმ (მამალაძე) შიმშილობა 5 აპრილს დაიწყო. ბრალდებულის ერთადერთი მოთხოვნა პატრიარქთან და სინოდის წევრებთან შეხვედრაა.





