24 იანვარი 2019, 14:20
ლევან წუწუნავა
მცხეთასთან ავარიას კაცი ემსხვერპლა
სამართალი

შემთხვევის ადგილი
ფოტო: ლევან წუწუნავა
გაზიარება
მცხეთასთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ქვეითი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით ის გზაზე გადადიოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





