06 აპრილი 2017, 11:55
თამარ გაზდელიანი
თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს
სამართალი

შემთხვევის ადგილი
ფოტო: თამარ გაზდელიანი
გაზიარება
წუხელ, თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე ისროდნენ. 69 ნომერში ახალგაზრდა ბიჭს რამდენჯერმე ესროლეს. დაჭრილი ირაკლი გაბისონია რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც მას ოპერაცია გაუკეთეს. დაშავებულს გულმკერდის არეში ორი ჭრილობა აქვს მიყენებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. თვითმხილველებმა 4-5 გასროლის ხმა გაიგეს. ისმოდა ჩხუბის ხმაც.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.





