imedi
შსს-მ ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტზე 5 პირი დააკავა
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ფონიჭალასა და გურჯაანში, ხუთი პირი დააკავა.
სამართალდამცველებმა დაკავებულების სახლებიდან 13 გრამი ჰეროინი და ფსიქოტროპული საშუალებები ამოიღეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ხუთივე ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა.
დაკავებულებიდან ერთი რუსეთის მოქალაქეა, რამდენიმე კი არაერთხელ ნასამართლევი. დაკავებულებიდან ნაწილს უვადო, ნაწილს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შს სამინისტრომ, მთელი საქართველოს მასშტაბით, 2016 წლიდან დღემდე, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ბრალდებით 33 პირი დააკავა.





