04 აპრილი 2017, 22:24
მეტრო "სარაჯიშვილთან" BMW X5 ტროტუარზე ქვეითებს დაეჯახა
სამართალი

გაზიარება
თბილისში, მეტრო "სარაჯიშვილის" ტერიტორიაზე BMW X5 ტროტუარზე ქვეითებს დაეჯახა. ინფორმაციას ipn.ge ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ამბობს, რომ შეჯახებაში ორი ავტომობილი ფიგურირებს. სხეულის დაზიანება მიიღო ერთმა ადამიანმა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს





