04 აპრილი 2017, 22:01
ლევან სულაშვილი
ზუგდიდის გამგეობის თანამშრომელს ნარკოტიკის მოხმარება დაუდგინდა
სამართალი

გაზიარება
განმუხურში ორი პირი დააკავეს. ერთ-ერთს, ზუგდიდის გამგეობის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელ რობერტ გამისონიას ნარკოტიკის მოხმარება დაუდგინდა. ის ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მეორე კი, გამისონიას ნათესავი, დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებითაა დაკავებული.
imedinews.ge-ს შსს-ში განუცხადეს, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლითაა აღძრული.
ზუგდიდის გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერია კომენტარს დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ გააკეთებს.





