12 იანვარი 2019, 12:08
ქუთაისში ავარიას 60 წლამდე კაცი ემსხვერპლა
სამართალი

ფოტო: არქივი
გაზიარება
ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ მოხდა. თვითმხილველების თქმით, ავტომაქანა სწრაფად მოძრაობდა და საჭე ვერ დაიმორჩილა. კაცი ადგილზევე გარდაიცვალა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
დაღუპულია 60 წლამდე კაცი. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.





