09 იანვარი 2019, 20:17
სალომე მურცხვალაძე
მსახიობ რეზი ნასიძეს გირაო შეეფარდა
სამართალი

რეზი ნასიძე
ფოტო: Facebook
გაზიარება
ექიმის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების გამო, მსახიობ რეზი ნასიძეს სასამართლომ გირაო შეუფარდა. ნასიძის ადვოკატმა აღკვეთის სახით 2000-ლარიანი გირაო მოითხოვა, მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ნასიძეს 5000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
პროცესი მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს ნაცვლად, კლინიკაში გაიმართა, სადაც ის პნევმონიის დიაგნოზით მკურნალობს.
ნასიძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ, სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარედგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.




