პროკურატურამ „თი-ბი-სი ბანკიდან“ გამოძიების ფარგლებში დოკუმენტაცია ამოიღო
სამართალი

მთავარი პროკურატურა
ფოტო: Facebook
გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში "თი-ბი-სი ბანკიდან" გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო. ამ ინფორმაციას მთავარ საგამოძიებო უწყებაში ადასტურებენ, თუმცა გამოძიების დეტალებზე არ ლაპარაკობენ.
"გიდასტურებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს, "თი-ბი-სი ბანკის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამავე ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე დამატებით ინფორმაციას, მათ შორის დეტალებს გამოძიების შესახებ უახლოეს მომავალში გავავრცელებთ", - აცხადებენ მთავარ საგამოძიებო უწყებაში.





