01 აპრილი 2017, 14:21
imedi
ოზურგეთში იარაღის უკანონო ტარებისთვის მოქალაქე დააკავეს
სამართალი
გაზიარება
გურიაში, ოზურგეთში წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება ედება ბრალად. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, უნომრო პისტოლეტი და 3 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და ტარებას გულისხმობს.





