07 დეკემბერი 2018, 19:42
პაპუნა შუშანია
ზუგდიდში ავარიას პოლიციელი ემსხვერპლა
სამართალი

შემთხვევის ადგილი
ფოტო: პაპუნა შუშანია
გაზიარება
ზუგდიდში, ხუბულავას ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩხოროწყუს პოლიციის თანამშრომლის ა. ჩ.-ს ცხედარი იპოვეს. მას სამარშუტო ტაქსი დაეჯახა.
როგორც ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია imedinews-თან ინტერვიუში განმარტავს, გვამი სხეულის მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს. მას სასიცოცხლო ფუნქციები არ აღენიშნებოდა.
მომხდარს შსს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-5 ნაწილით იძიებს.





