29 ნოემბერი 2018, 12:48
მარნეულში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაშავდა
სამართალი

ფოტო: ინფო რუსთავი
გაზიარება
მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად 35 წლის კაცი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.
დაშავებული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო.





