28 მარტი 2017, 21:49
imedi
სადახლოზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
სამართალი

გაზიარება
საბაჟო გამშვებ პუნქტში - "სადახლო-საავტომობილო" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა სომხეთის მოქალაქის, ა.კ-ს კუთვნილ ბარგში 8400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი და სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 1,000 ლარის ოდენობით შეეფარდა.





