ანდრეი ჯუფალაკიანი
თბილისში სომხეთის მოქალაქის დაკავება, სავარაუდოდ, Игла-ს საქმეს უკავშირდება
სამართალი

თბილისში სომხეთის მოქალაქის დაკავება, სავარაუდოდ, Игла-ს საქმეს უკავშირდება. ამის შესახებ სომხური მედიასაშუალებები იუწყებიან.
სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქის, 1977 წელს დაბადებული რობერტ ა.-ს დაკავების თაობაზე ინფორმაცია გუშინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. დაკავება სომხეთის სამართალდამცავი ორგანოების წერილის საფუძველზე მოხდა.
სომხეთში საზენიტო სარაკეტო კომპლექსი Игла 22 მარტს ამოიღეს. ერევანში განაცხადეს, რომ იარაღი საქართველოდან სომხეთში კონტრაბანდულად გადაიტანეს. საქმეზე დააკავეს 3 ადამიანი, მათ შორის ე.წ. მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ყოფილი მინისტრი სამველ ბაბაიანი. ერევანში ბაბაიანის დაკავება და საბრძოლო ტექნიკის კონტრაბანდა დაგეგმილ სამხედრო დაპირისპირებას დაუკავშირეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ Игла-ს საქმეს სწავლობენ.
"ასე გადაჭრით არ შეიძლება თქმა, რომ საქართველოს გავლით შევიდა სომხეთში. სომხური მხარე შეიძლება ამას ამბობს, მაგრამ ჩვენ დეტალებს ვარკვევთ და საზოგადოებას აუცილებლად ვამცნობთ ამის თაობაზე", - განაცხადა მღებრიშვილმა.





