კახაბერ კუპატაძე
კახეთში, წუხელ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
სამართალი

თელავი
ფოტო: კახა კუპატაძე
თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. როგორც"იმედს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის პოლიციამ სოფელ კონდოლში დააკავა და წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანა.
ურთიერთშელაპარაკების შედეგად სოფელ ნაფარეულში 28 წლის მიხეილ სტამბულიანი თანასოფლელმა სანადირო თოფით მოკლა. შემთხვევა წუხელ მოხდა. გარდაცვლილს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის გურჯაანის ეროვნული ბიუროში შესაბამისი ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.





