ქეთევან ფარცხალაძე
თავდაცვის სამინისტროში ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს განიხილავენ
სამართალი

სემინარი თავდაცვის სამინისტროში
ფოტო: ქეთი ფარცხალაძე
თავდაცვის სამინისტროში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის შესახებ პირველი სემინარი მიმდინარეობს. სემინარი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა გახსნა. ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან 80-მდე ექსპერტი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად 3 დღის განმავლობაში იმსჯელებენ არსებითი პაკეტის დოკუმენტით გათვალისწინებულ მიმართულებებზე. სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავს იმ მიმართულებების განსაზღვრას, რაც დამატებით მხარდაჭერას საჭიროებს, საერთო მიდგომის მიღწევას, საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციას.
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 2014 წელს მიიღეს. მთავარი მიმართულებებია: შესყიდვები, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი, საჰაერო თავდაცვა, საზღვაო უსაფრთხოება, სტრატეგიული კომუნიკაციები, კიბერუსაფრთხოება, სპეციალური ოპერაციების ძალები, კრიზისების მენეჯმენტი.





