imedi
თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
სამართალი

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოსა და თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული დ.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა თბილისში, აწყურის ქუჩაზე, ცივი იარაღის მუქარით, მოქალაქეს ყაჩაღურად გასტაცა "ოპელის" მარკის ავტომანქანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დ.მ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.
პოლიციამ გატაცებული ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ"ქვეპუნქტით მიმდინარეობს.





