25 მარტი 2017, 23:29
ყაზბეგში სახანძრო სამსხურის ახალი შენობა გაიხსნა
სამართალი

ყაზბეგი
გაზიარება
ყაზბეგში, დაბა სტეფანწმინდაში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, შენობა ორსართულიანია და თანამედროვე და უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი; აშენებულია ახალი სასწავლო კოშკურა. შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ინფრასტრუქტურას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
ახალ შენობაში 30-მდე მეხანძრე-მაშველი იმუშავებს, რომლებსაც ყოველდღიური ახალი სამუშაო ფორმები დაურიგდათ.





