ანა შეპკინა
სეპარატისტების მიერ გუშინ დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს
სამართალი

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროს 2 მკვიდრი, რომლებიც სეპარატისტებმა ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის გუშინ დააკავეს, დღეს დილით გაათავისუფლეს. ამის შესახებ ტელეიმედს ადგილობრივმა პოლიციამ განუცხადა. ელდარ ბულბულაშვილი და თამაზ ღვინაძე ოკუპირებული სოფლის დისევის მახლობლად სასაფლაოზე მეგობრის საფლავზე იყვნენ გადასულები,რა დროსაც დააკავეს. ისინი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტმა ამ დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ Facebook-ზე გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევის ბრალდებით სოფელ დისევთან საქართველოს ორი მოქალაქე, კასპის რაიონის სოფელ კოდიწყაროს მაცხოვრებლები 1973 წელს დაბადებული ელდარ ოთარი ძე ბულბულაშვილი და 1986 წელს დაბადებული თამაზ მურაზის ძე ღვინაძე დააკავა.





