არასრულწლოვნის მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სამართალი

შსს
ფოტო: არქივი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, არასრულწლოვანის მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებზე კაცსა და სავარაუდოდ არასრულწლოვან გოგოს შორის სოციალურ ქსელში მიმოწერაა ასახული. ფოტო 4 ნოემბერს გავრცელდა. როგორც "რადიო თავისუფლება" წერს, მედიასაშუალებამ ამ კაცს ქსელში მიწერა, თუმცა მიწერიდან მალევენ უცნობმა ადამიანმა ჯერ პროფილის ფოტო შეიცვალა, შემდეგ კი თავად პროფილიც წაშალა.
კაცის პროფილის ინფორმაციაში ეწერა, რომ ის შსს-ში მუშაობს, თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ ასეთ პერსონალური მონაცემებით (სახელითა და გვარით) შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არ ჰყავს და არც ჰყოლია.






