01 ნოემბერი 2018, 11:00
პოლონეთში გოგოს მკვლელობისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე უკრაინაში დააკავეს
სამართალი

ფოტო: shutterstock.com
გაზიარება
მამუკა ხეცურიანი, რომელსაც პოლონეთში გოგოს მკვლელობისთვის ინტერპოლი ეძებდა, დაკავებულია.
ქრონიკის ინფორმაციით, ის ქართველმა და უკრაინელმა სამართალდამცველებმა უკრაინაში აიყვანეს.
39 წლის ხეცურიანს პოლონეთში, ქალაქ ლოძში 28 წლის გოგოს სექსუალური მოტივით მკვლელობაში ადანაშაულებენ.
გოგო 20 ოქტომბერს გაუჩინარდა და მისი ცხედარი 6 დღის შემდეგ იპოვეს.




