30 ოქტომბერი 2018, 11:31
ბათუმში საცხოვრებელი სახლიდან კაცი გადავარდა
სამართალი

ფოტო: აჭარის ტელევიზია
გაზიარება
ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან 55 წლამდე კაცი გადავარდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარებას ის გარდაცვლილი დახვდა. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
ცხედარი ბათუმის ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





