მიხეილ ხაჩიძე
გიორგი მღებრიშვილი დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა
სამართალი

გიორგი მღებრიშვილი
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბრიუსელში ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსს შესხვა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებზე ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.
მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს საქართველოს შს სამინისტროს წვლილი ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის წარმატებით დასრულების პროცესში.
გიორგი მღებრიშვილმა დიმიტრის ავრამოპულოსს უწყებაში განხორციელებული საკანონმდებლო, სტრუქტურული და ფუნქციონალური რეფორმები გააცნო და იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოს შსს-ს კიდევ უფრო ეფექტიან და საზოგადოებაზე ორიენტირებულ უწყებად ჩამოაყალიბებს.
როგორც გიორგი მღბრიშვილმა აღნიშნა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის 16 ქვეყანასთან უკვე აქვს გაფორმებული შეთანხმება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ და 13 პარტნიორ ქვეყანაში წარგზავნილი ჰყავს პოლიციის ატაშეები, რამაც მნიშვნელოვანი შედეგები უკვე გამოიღო.





