21 მარტი 2017, 20:54
ნინო არღვლიანი
დეპუტატები იზორიას 11 აპრილს მოუსმენენ
სამართალი

ფოტო: ნინო არღვლიანი
გაზიარება
პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი თავდაცვის მინისტრს 11 აპრილს მოუსმენს. ლევან იზორია სისტემაში განხორციელებულ ოპტიმიზაციაზე, ნატო-სთან ურთიერთობებზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრებს. საკომიტეტო მოსმენა შესაძლოა ნახევრად დახურულ ფორმატში ჩატარდეს. კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა აპარატს არასამთავრობოების და ექსპერტების ინფორმირება დაავალა.
მანამდე კი, 24 მარტს კომიტეტი უწყების წარმომადგენლებს სარეზერვო სამსახურის კონცეფციაზე სასაუბროდ იწვევს.





