აგლაძის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
სამართალი

ფოტო: საგანგებო სიტუაციების სამსახური
თბილისში, აგლაძის ქუჩაზე ხის მასალების საწყობი დაიწვა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია 800 კვ. მ. ფართობი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობდა 18 სახანძრო -სამაშველო ჯგუფი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
უსაფრთხოების მიზნით, 2 სახანძრო ეკიპაჟი ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩება.
ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულთა ნაწილი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს. რადგან საქონელი დაზღვეული არ ჰქონდათ.
ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ამჟამად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.





