17 მარტი 2017, 10:10
შსს-მ გამოძალვის ფაქტი აღკვეთა
სამართალი

გაზიარება
გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1974 წელს დაბადებული გ. ა. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ერთ-ერთ მოქალაქეს, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 200 000 აშშ დოლარს სძალავდა.
დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 2 არარეგისტრირებული პისტოლეტი და 50 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.





