გიორგი მღებრიშვილმა ბათუმში სამუშაო თათბირი ჩაატარა
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი ჩაატარა.
შს მინისტრმა დეპარტამენტის ხელმძღვანელებისგან 12 მარტს ბათუმში მომხდარ ინციდენტის გამოძიებაზე ბოლო ინფორმაცია მოისმინა და სამართალდამცველებს შესაბამისი დავალებები მისცა.
ბათუმში ვითარება 11 მარტს, საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
აქციის მონაწილეებმა ქალაქის პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლეს. აჭარის პოლიციის სამმართველოს წინ აქციაზე მოგვიანებით სპეცრაზმი გამოჩნდა. მას აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს და უკან, ეზოში შეაბრუნეს. სპეცრაზმმა შაშხანებით და ცრემლსადენი გაზით დაიწყო აქციის მონაწილეთა დაშლა.





