21 აგვისტო 2018, 16:50
მცხეთის გზაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
სამართალი

გაზიარება
მცხეთასთან ახლოს, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტომობილს ხანძარი გაუჩნდა. შემთხვევის ამსახველ ვიდეოს Facebook-ის მომხმარებელი საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, ავტომობილში მყოფმა პირებმა გადასვლა მოასწრეს. ხანძრის გამო მცირე საცობიც წარმოიქმნა.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო ჯგუფი უკვე მივიდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.





