11 მარტი 2017, 19:41
დარეჯან ჩხიკვაძე
გურიაში ბანკი გაძარცვეს
სამართალი

გაზიარება
ოზურგეთის რაიონის სოფელ ცხემლისხიდში „ლიბერთი ბანკის“ სერვის ცენტრი გაქურდეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. წაღებულია ბანკის ფილიალის ერთადერთი კომპიუტერი. გავრცელებული ინფორმაციით, თანხა რომელიც სეიფში ინახებოდა, მძარვცელებს არ წაუღიათ.
ბანკის სერვისცენტრი სოფლის გამგეობის შენობაში მდებარეობს. როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება 177 მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების განმარტებით, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.





