10 მარტი 2017, 17:44
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო ფაქტი გამოავლინა
სამართალი

გაზიარება
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფურად განხორციელებული უკანონო სამეწარმეო საქმიანობა გამოავლინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით შემოსავლების მიღების მიზნით, ზუგდიდში მდებარე, შესაბამისი ნებართვის არმქონე ერთ-ერთი აფთიაქიდან, მოქალაქეებზე სისტემატურად, რეცეპტის გარეშე, ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები გაიცემოდა.
ბრალდებულების სახლების ჩხრეკისას დიდი ოდენობით ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტი ამოიღეს.
დანაშაული სასჯელის სახით, 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





