ხადის ხეობაში ამერიკელების მკვლელობის გამოძიებაში FBI ერთვება
სამართალი

ფოტო: shutterstock.com
ხადის ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობის საქმეში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) ეხმარება. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოში თქვეს, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
„პალიტრანიუსის“ ინფორმაციით, ამერიკელები ტექნიკურ ექსპერტიზაში მიიღებენ მონაწილეობას, რაც მკვლელობის ადგილზე ნაპოვნი ფოტოაპარატისა და ტელეფონის ექსპერტიზას გულისხმობს.
სასამართლომ ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მწყემს, მალხაზ კობაურის აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულმა სასამართლოში თქვა, რომ სმითების ოჯახი მას არ მოუკლავს, არამედ ორმა უცხოელმა კაცმა მოკლა, რომლებიც მალხაზ კობალაურს დედამიშვილების მოკვლით დაემუქრნენ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მალხაზ კობაურს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა - დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც.
მათ ორმაგი მოქალაქის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული და რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობდნენ.




