სამ საბაჟო-გამშვებ პუნქტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
სამართალი

სადახლოზე, ნინოწმინდასა და სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების თქმით, 27 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, საბაჟო-გამშვებ პუნქტებში - "სადახლო საავტომობილო", "ნინოწმინდა" და "სარფი", მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის 5 ფაქტი აღიკვეთეს. ჯამში, ქვეყანაში 26,860 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი შემოდიოდა.
შემოსავლების სამსახურმა ერთი საქმე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადასცა, ხოლო 4 კანონდამრღვევ მოქალაქეს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, ჩამოართვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და, თითოეულს ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.





