07 მარტი 2017, 20:42
ლევან სულაშვილი
ზუგდიდში ყაჩაღობა მოხდა
სამართალი

ზუგდიდი შემთხვევის ადგილი
ფოტო: ლევან სულაშვილი
გაზიარება
ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე ოჯახი დააყაჩაღეს. მეზობლების ინფორმაციით, ოჯახში 2 ნიღბიანი პირი შეიჭრა, რომლებმაც 2000 ლარი წაიღეს.
შსს-ში განაცხადეს, რომ საქმე სსკ-ის 179-ე მუხლითაა აღძრული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დამნაშავეთა დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან დაყაჩაღებული ოჯახის წევრები.





