ლევან კვატაშიძე
ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი ბრალს არ აღიარებს
სამართალი

სოსო ბარათაშვილი ადვოკატი
ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი ბრალს არ აღიარებს. დავით მაჭარაშვილის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართა. სოსო ბარათაშვილის განმარტებით, ბრალის ფორმულირება არასწორია, ნათქვამი არ არის, რა გახდა ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელებთან გარიგების მოტივი. ადვოკატის ინფორმაციით, საქმეში მოწმეთა ჩვენებები და ფარული აუდიოჩანაწერი დევს.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად, სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლა გრძელდება და უკანონო საქმიანობით დაკავებული ნებისმიერი პირი პასუხს აგებს.
მაჭარაშვილი ფინანსურმა პოლიციამ დააკავა. მასთან ერთად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი 2 კომპანიის ხელმძღვანელები. სამივეს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსს გამოძიება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. ბრალი 3 წლამდე ვადით თავისულების აღკვეთას ითვალისწინებს.





