06 მარტი 2017, 14:15
imedi
რუსთავში ბებია და შვილიშვილი გარდაცვლილები იპოვეს
სამართალი

გაზიარება
რუსთავში 52 წლის ბებია და 12 წლის შვილიშვილი გარდაცვლილები იპოვეს.
გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მიმდინარეობს.





