09 ივნისი 2018, 11:54
გომბორის გზაზე ავარიისას 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 ბავშვი
სამართალი

ფოტო: shutterstock.com
გაზიარება
გომბორზე მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილია 4 პირი, მათ შორის 1 არასრულწლოვანი. დანარჩენი სამი გარდაცვლილი ქალია.
არსებული ინფორმაციით, გომბორის გზაზე ექსკურსიისთვის დაქირავებული სამარშრუტო ტაქსი სავალი გზიდან ხევში გადავარდა. მასში თბილისის 175-ე სკოლის (მუხიანში მდებარე) მოსწავლეები და მათი თანმხლები პირები იმყოფებოდნენ
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო.
მომხდარი imedinews-ს შსს-ში დაუდასტურეს. შემთხვევის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ზუსტდება.





