imedi
2010 წლიდან დღემდე რუსმა სამხედროებმა 915 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
სამართალი

2010 წლიდან დღემდე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის, რუსმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 915 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას სააგენტო ინტერპრესნიუსი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს მიერ სუს-იდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ყველაზე ნაკლები - 77 ადამიანი - 2010 წელს დააკავეს, ხოლო ყველაზე მეტი 2015 წელს - 163 მოქალაქე.
რაც შეეხება წლევანდელს წელს, იანვრიდან 21 თებერვლამდე პერიოდში საქართველოს საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ 12 მოქალაქე დააკავეს.
სუს-ის ინფორმაციით, გათავისუფლების სანაცვლოდ უკანონოდ დაკავებულმა პირებმა, დაახლოებით 2000 რუბლი უნდა გადაიხადონ.
საქართველოს მოქალაქის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის გამო რუსმა სამხედროებმა გუშინ ერგნეთის მკვიდრი გიორგი გიუნაშვილი დააკავეს. გიუნაშვილის ოჯახის წევრები დღეს ერგნეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდნენ.





