მცხეთაში დაჭრილი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
სამართალი

ფოტო: shutterstock.com
მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძრის მიმდებარედ დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ინფორმაციას 1TV ავრცელებს.
დაჭრილი მცხეთაში „ჯეო ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს. ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაშია.
პაციენტს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა კისრის არეში ბასრი საგნით აქვს მიყენებული.
ახალგაზრდა მამაკაცი მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძრის მიმდებარედ რამდენიმე საათის წინ დაჭრეს.
ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. შსს-ს ცნობთ, დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.





