22 თებერვალი 2018, 13:18
თემქაზე მოკლული გოგოს მეზობლები დეტალებს იხსენებენ
სამართალი
გაზიარება
თემქაზე ნაპოვნ ახალგაზრდა გოგოს ცივი იარაღით ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის სავარაუდოდ, ყელის არეში აქვს მიყენებული.
არაოფიციალური ინფორმაციით გოგოს უცნობმა პირმა დაურეკა, კორპუსის ეზოში ჩასვლა სთხოვა და მოგვიანებით უკვე კორპუსის უკან პატარა სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს. აღენიშნება მრავლობითი დაზიანებებიც. ეპქსერტ-კრიმინალისტებმა ადგილზე მუშაობა დაასრულეს.
21 წლის გარდაცვლილი გოგონას ცხედარი თემქაზე დღეს დილით იპოვეს.





