24 ნოემბერი 2026, 08:12
5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის სხდომა 13:00 საათზე განახლდება
სამართალი

ფოტო: imedi/ვიდეოკადრი
გაზიარება
საკონსტიტუციო სასამართლოში, დღეს, 13:00 საათზე 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა განახლდება.
ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის მე-18 სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდება. სასამართლო პროცესზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კითხვებს მოსარჩელე მხარეს დაუსვამენ.





