ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები და მათი კავშირი ევროპის ქალაქებში მასობრივ არეულობებთან - „ქრონიკამ“ ევროკომისიას ოფიციალური წერილით მიმართა
სამართალი

ფოტო: imedi/ვიდეოკადრი
ევროკომისიის სკანდალი, რომელზედაც საერთაშორისო მედია წერს - საუბარია იმ ორგანიზაციების დაფინანსებაზე, რომლებიც საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციებთან არიან დაკავშირებული. პოლონური, ბელგიური და ესპანური გამოცემები წერენ, რომ ამ ორგანიზაციებს ევროკავშირისა და სოროსის ფონდებისგან მილიონობით ევრო აქვთ მიღებული.
რა პასუხი აქვთ მძიმე ბრალდებებზე და აქვთ თუ არა კავშირი კონკრეტულ ორგანიზაციებთან - „ქრონიკამ“ ევროკომისიას ოფიციალური წერილით მიმართა. „ქრონიკამ“ კითხვებით მიმართა ევროკავშირის საელჩოსაც, თუმცა ამ დრომდე, კითხვებზე პასუხი გაუცემელი რჩება.
საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ეჭვის შეტანის საფუძველს ვერ ხედავს საქართველოს ხელისუფლება. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ სწორედ ევროკავშირის ფულით ფინანსდებოდნენ საქართველოში რადიკალური ჯგუფები.
მაკუნა აბულაძის სიუჟეტი:





