სასამართლო პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სამართალი

ფოტო: იმედი/ვიდეოკადრი
სამართლებრივი დისკუსიის ნაცვლად პოლიტიკური განცხადებები საკონსტიტუციო სასამართლოში. 5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ განხილვა ოპოზიციის წარმომადგენელთა უარყოფილი მოთხოვნების, მწვავე კამათისა და სხდომათა დარბაზიდან გაძევების ფონზე წარიმართა. მოსამართლემ ხატია დეკანოიძე და ლევან ცუცქირიძე სასამართლოს უპატივცემულობისთვის დარბაზიდან გააძევა.
გარდა ამისა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პარტია „ახალმა“ მოსამართლეთა სრული შემადგენლობის აცილების საკითხი დააყენეს. რაც შეეხება „ლელოს“, მათ მხოლოდ სამი მოსამართლის აცილება მოითხოვეს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პროცესის შეფერხება არაერთი საპროცესო მოთხოვნით სცადეს, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ დაუსაბუთებელი ინიციატივები არ დააკმაყოფილა.
სოფო ბერიძის სიუჟეტი.





