ყოფილი პატიმარი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე: რასაც ჩვენ ციხეში გავდიოდით, მას სახელი არ აქვს. წამალი რომ მოგვეთხოვა, წამებას გავდიოდით - ახალგაზრდებო, ჰკითხეთ მშობლებს, რა გავიარეთ ჩვენ და დღეს რა ხდება იმ ციხეებში
სამართალი

ლერი ბერიტაშვილი
ფოტო: ვიდეოკადრი
ყოფილმა პატიმარმა ლერი ბერიტაშვილმა გადაცემაში „ღია ეთერში“ გაიხსენა, თუ რა მეთოდებით ხდებოდა ზემოქმედება ციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში.
როგორც მან აღნიშნა, ციხეში დენით აწამეს და ასევე თვალწინ უწამეს შვილი.
„რასაც ჩვენ ციხეში გავდიოდით, მას სახელი არ აქვს. წამალი რომ მოგვეთხოვა, წამებას გავდიოდით. დიახ, უნდა შევადაროთ ის წლები დღევანდელ დღეს. ეს შედარება აუცილებელია, რადგან ამ თაობამ შეიძლება ნაკლებად იცის, მაშინ რა ხდებოდა. მე, საერთოდ უდანაშაულომ, ისეთი წამება გავაირე, გულის სარქველების გადანერგვა დამჭირდა. დენით მაწამეს. ასევე შვილი აწამეს ჩემ თვალწინ. ახალგაზრდებო, ჰკითხეთ მშობლებს, ჩვენ რა გავიარეთ და დღეს რა ხდება იმ ციხეებში“, - აღნიშნა ყოფილმა პატიმარმა.





