პაატა სალია: თუ კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა გადაცდომა, არ შეიძლება მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს - მე, როგორც მინისტრი, პასუხისმგებელი ვარ სისტემის გამართულ მუშაობაზე
სამართალი

პაატა სალია
ფოტო: იუსტიციის სამინისტრო
მე, როგორც მინისტრი, პასუხისმგებელი ვარ სისტემის გამართულ მუშაობაზე. სამართლებრივ სახელმწიფოში ყველაფერს აქვს თავისი წესები. განსაზღვრულია, რა შემთხვევაში ვინ რაზე აგებს პასუხს, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გადაცემაში „ღია ეთერი“.
როგორც მან აღნიშნა, თუ კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა გადაცდომა, არ შეიძლება მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
„ჩემი ფუნქცია არის, კონკრეტული დარღვევის შემთხვევაში, კონკრეტული გადაცდომის შემთხვევაში მივიღო კანონით გათვალისწინებული ზომები: დაისაჯოს ის ადამიანი, ჩატარდეს გამოძიება, რეაბილიტაცია მოხდეს, ზიანის ანაზღაურება მოხდეს და ა.შ.“, - აღნიშნა სალიამ.





