09 ოქტომბერი 2026, 17:40
თბილისის საქალაქო სასამართლომ თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დააჯარიმა
სამართალი

თამარ ჩერგოლეიშვილი
ფოტო: Facebook
გაზიარება
თბილისის საქალაქო სასამართლომ სიძულვილის ენის ადმინისტრაციული საქმე განიხილა. თამარ ჩერგოლეიშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნიკა ობოლაძეს. მოსამართლემ ჩერგოლეიშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2 ათასი ლარით დააჯარიმა.
შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ნათია გიგლემიანის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ გამოავლინა და შესაბამისი მტკიცებულებები შედგა, რაც კანონის დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა.




