სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
სამართალი

ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს
თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ინტერპოლის
წითელი ცირკულარით ძებნილი, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, დაკავებული ჯგუფური მკვლელობის, ხულიგნობისა და ცეცხლსასროლი იარაღის
უკანონო ტარების ბრალდებით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ძებნილი პირი თბილისში დააკავეს.
ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო
პროცედურები მიმდინარეობს.





